Accentnews.ge
სამზარეულოს კედლის ფერები - ესთეტიკისა და პრაქტიკულობის ბალანსი ინტერიერში

სამზარეულოს კედლის ფერები - ესთეტიკისა და პრაქტიკულობის ბალანსი ინტერიერში

24/09/2026 06:05:00 საზოგადოება, რეკლამა

სამზარეულო სახლის ის ნაწილია, სადაც ყოველდღიურობა ყველაზე ცოცხლად იგრძნობა. აქ დილა ფინჯანი ყავით იწყება, ოჯახი ერთად სადილობს, საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ და საყვარელი კერძები მზადდება. როგორც წესი, ეს სივრცე მყუდრო და კომფორტულია. ამ განწყობას კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, სამზარეულოს კედლის ფერები აყალიბებს. 

ამ ოთახში ესთეტიკა ფუნქციურობასთანაა გადაჯაჭვული. ამიტომაც, რემონტისას ისეთი ხარისხიანი მასალები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების რიტმს გაუძლებს. 

სამზარეულოში თითოეული დეტალი მუდმივ გამოყენებაზეა გათვლილი - გამონაკლისი არც კედლებია. ამის გამო, ფერის არჩევასთან ერთად, გაითვალისწინეთ მასალის მახასითებლები, ეკოლოგიურობა, ბრენდი, მწარმოებელი ქვეყანა, მედეგობა და პრაქტიკულობა.

აღსანიშნავია, რომ წმენდადობა, მაღალი დაფარვის უნარი და ორთქლის მიმართ მდგრადობა ის თვისებებია, რომლებიც კედლებს სისუფთავესა და სილამაზეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნარჩუნებს.  

პრემიუმ ბრენდების კედლის საღებავები ყველგან ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მათი შეძენა საქართველოში შესაძლებელია. 

რა ტექნიკურ მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს საღებავი?

სამზარეულოს კედლის ფერები მხოლოდ სილამაზით არ უნდა გამოირჩეოდეს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად გაუძლებს შერჩეული მასალა ყოველდღიურ დატვირთვას. ადრე შესაძლოა ვიზუალურ მხარესა და გამძლეობას შორის კომპრომისზე წასვლა იყო საჭირო. თანამედროვე სამყაროში კი ეს შეიცვალა. არსებობს პრემიუმ ბრენდების ხარისხიანი საღებავები, რომლებშიც ესთეტიკა, პრაქტიკულობა, ეკოლოგიურობა და გამძლეობა ერთიანდება. შედეგად, კედლები წლების განმავლობაში ინარჩუნებს ფერს, ადვილად იწმინდება და ხშირი გამოყენების მიუხედავადაც, პირვანდელ იერს არ კარგავს. 

შესაბამისად, საღებავები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით უნდა აარჩიოთ. 

სამზარეულოში ხშირია ტემპერატურის ცვლილება და ორთქლი. ცხიმის უმცირესი ნაწილაკები კი დროთა განმავლობაში კედლებზე ილექება. ამიტომ სასურველია, საღებავი წმენდადი, ტენისადმი მდგრადი და გამძლე იყოს. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკოლოგიური შემადგენლობა. თანამედროვე პრემიუმ საღებავები წყლის ბაზაზე მზადდება, არ შეიცავს მძიმე მეტალებსა და ტოქსიკურ გამხსნელებს. A+ კლასის სერტიფიკატი კი ადასტურებს, რომ ისინი შიდა სივრცეში მავნე ნივთიერებებს მინიმალური რაოდენობით გამოყოფს, რაც ჯანსაღი გარემოს შექმნას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ყურადღება მიაქცით ბრენდს ეს სერტიფიკატი აქვს თუ არა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ორთქლის მიმართ მდგრადობა. ხარისხიანი საფარი კედელს ბუნებრივად „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს, რაც ნესტისა და ობის წარმოქმნის რისკს ამცირებს. მაღალი დაფარვის უნარი კი კედლების განახლების პროცესს ამარტივებს. ძველი ფერის გადაღებვას ნაკლები ფენა და ნაკლები დრო სჭირდება.

პრაქტიკული არჩევანი ყოველდღიური გამოყენებისთვის

სამზარეულო სახლის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სივრცეა. ამიტომ კედლის საფარი მხოლოდ ლამაზი არ უნდა იყოს. ის ყოველდღიურ გამოყენებასაც უნდა უძლებდეს.

წმენდადი და ნაკაწრებისადმი მდგრადი ზედაპირიდან მცირე ლაქები ან დაბინძურება მარტივად შორდება. თანაც ისე, რომ კედლის იერსახე არ დაზიანდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამზარეულოში, სადაც შემთხვევითი შეხება, წყლის წვეთები თუ საკვების მომზადების კვალი მთელ სივრცეში ჩნდება.

თუ ინტერიერში განსხვავებული ვიზუალური აქცენტის შექმნა გსურთ, არსებობს დეკორატიული საღებავი. ის, სამზარეულოს ინტერიერს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს, თუმცა სივრცის პრაქტიკულობას არ აკარგვინებს.

სამზარეულოს კედლის ფერები სიმყუდროვის შესაქმნელად

სამზარეულოში ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ის ქმნის სივრცის საერთო ატმოსფეროს. თბილი და ბუნებრივი ტონები გარემოს უფრო მყუდროს ხდის, ხოლო ნეიტრალური პალიტრა ინტერიერს სიმსუბუქესა და ბალანსს ანიჭებს.

ფერის არჩევისას მხოლოდ მოდურ ტენდენციებს ნუ დაეყრდნობით. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული პალიტრა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, სივრცის ზომასა და განათებას შეესაბამებოდეს. სწორედ ასე მიიღებთ ინტერიერს, რომელიც რამდენიმე სეზონის შემდეგაც არ მოგბეზრდებათ. 

ფერები მართლაც ქმნის სიმყუდროვეს, ოღონდ ამისთვის რომელ ტონს გამოიყენებთ ეს მთლიანად თქვენს გემოვნებასა და ინტერესებზეა დამოკიდებული.

ფერის შეხამება ავეჯთან, პარკეტისა და ფილის ტონთან - რატომაა მნიშვნელოვანი?

სამზარეულოს ინტერიერში თითოეული ელემენტი ერთიანი კომპოზიციის ნაწილია. კედლის ფერი ავეჯს, სამუშაო ზედაპირებს, იატაკისა და კედლის ფილებს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს. სივრცის საბოლოო ხასიათს სწორედ ამ კომპონენტების სწორი სინთეზი განსაზღვრავს.

მთავარია, შექმნათ სივრცე, რომელიც ერთდროულად ფუნქციური, პრაქტიკული, ეკოლოგიურად ჯანსაღი და ესთეტიკური იქნება. ამის მიღწევა კი მხოლოდ პრემიუმ ბრენდების საღებავების მეშვეობითაა შესაძლებელი. მათ სახლში სიმშვიდე და უსაფრთხოება შემოაქვთ. ამგვარად, რემონტისას დარწმუნებული იქნებით, რომ ისეთ საღებავებს გამოიყენებთ, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. 

ინტერიერი, რომელიც ყოველდღიურობას ამარტივებს

სახლში სამზარეულო ერთ-ერთი იმ სივრცეთაგანია, სადაც ინტერიერის ხარისხი ყოველდღიურად იგრძნობა. სწორად შერჩეული სამზარეულოს კედლის ფერები მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს არ ქმნის. ისინი გარემოს კომფორტულს, ჰარმონიულსა და პრაქტიკულს ხდის. 

ხარისხიანი მასალების ნამდვილი უპირატესობა სწორედ ამ ოთახში იგრძნობა. პრემიუმ ბრენდების კედლის საღებავები ზედაპირების მოვლაზე დახარჯულ დროს ამცირებს, აქტიურ დატვირთვას უძლებს და პირვანდელ იერსახეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ინარჩუნებს. ამიტომაც არჩევანი ყოველთვის ხარისხის სასარგებლოდ უნდა გააკეთოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იმაზე უფრო ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული, ვიდრე რემონტის ხშირად გაკეთება. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S