კიბერ-ვირუსი, რომელიც თავს ყველას ესხმის

23-03-2020 13:25:44 ანალიზი

2019 წლის 28 ოქტომბერს, რუსეთის „ГРУ“-მ მასიური კიბერ-შეტევა ათასობით ქართულ ვებ გვერდზე, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, სასამართლოების და ადგილობრივი თვითმართველობების, მედიასაშუალებების საიტებზე განახორციელა. ქართული და საერთაშორისო გამოძიებების შედეგად დადგინდა, რომ ამ კიბერ-შეტევის ავტორი რუსეთი იყო. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი საქართველოში ქაოსის შექმნას ცდილობს; ცდილობს სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების მუშაობა შეაფერხოს, რაც არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის სახიფათოა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს არც ჩვენი მოქალაქეების ეთნიკურ კუთვნილებას და არც პოლიტიკურ ხედვებს.

მალევე შესაბამისმა ქართულმა სამსახურებმა რუსული კიბერ შეტევა, რომელიც ქართული ინტერნეტ სივრცის ჩამოქცევას ისახავდა მიზნად, გაანეიტრალეს.

რამდენიმე დასავლური სახელმწიფო დაუყოვნებლივ გამოეხმაურა რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებას საქართველოს წინააღმდეგ და პროტესტი გამოხატა, რაც კრემლის მავნებლობის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო მხარდაჭერას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოზე კიბერთავდასხმის გამო რუსეთი მწვავედ გააკრიტიკეს გაერო-დანაც. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციამ კიბერშეტევას უშიშროების საბჭოს სხდომა მიუძღვნა.

თუმცა, არ უნდა გვეგონოს, რომ მსგავს მეთოდებს კრემლი მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. არსებობს არა ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორ ესხმოდნენ რუსული სპეცსამსახურები თავს სხვადასხვა დასავლური სახელმწიფოების კიბერ სივრცეებს.

2018 წლის აპრილში ქიმიური ნივთიერებების აკრძალვის ორგანიზაციაზე (OPCW) (განხორციელდა კიბერ თავდასხმის მცდელობა, რაც ნიდერლანდების სამართალდამცველებმა აღკვეთეს. დააკავეს „გრუ“-ს 4 ჯაშუში. ისინი დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობდნენ. ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა სერიოზული მტკიცებულებები და სამხილები აღმოაჩინეს. კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ჯაშუშები სპეც­საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნებს, ხოლო მო­ბი­ლუ­რი სიხ­ში­რის­თვის კომპიუტერულ სიგ­ნალს იყე­ნებ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლებს სა­ბარ­გულ­ში ტრანსფორ­მა­ტო­რი და რამ­დე­ნი­მე ელე­მენ­ტი აღ­მო­აჩ­ნდათ, ასე­ვე მან­ქა­ნის სა­ლონ­ში ნა­პოვ­ნი იყო ძლი­ე­რი მო­ნა­ცე­მე­ბის კომ­პი­უ­ტე­რი, ან­ტე­ნა და სმარ­ტფო­ნე­ბი. ჰა­კე­რე­ბი კომ­პი­უ­ტე­რების პა­რო­ლებს ხსნიდ­ნენ და სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებს იპა­რავ­დნენ. ან­ტე­ნა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის აკ­რძალ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­კენ ჰქონ­დათ მი­მარ­თუ­ლი. და­კა­ვე­ბამ­დე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მუ­შაო ტექ­ნი­კის, მათ შო­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ვერ შეძ­ლეს.

2017 წელს კიბერ შეტევა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე განხორციელდა, საიდანაც დოკუმენტები და პერსონალური ინფორმაცია მოიპარეს. ჩეხეთის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა (BIS), ამ კიბერ თავდასხმაში პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ამ სამსახურის განცხადებით, შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო. კიბერ შეტევა 2016 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა. მისი სამიზნე საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემები იყო. ჰაკერებმა უწყების თანამშრომლების წერილების და მათში ჩატვირთული ფაილების კოპირება შეძლეს. „ასე მიიღეს მათ მონაცემები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მომავალი კიბერ შეტევებისთვის, ასევე პოტენციური სამიზნეების სია პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო უწყებებში“-ნათქვამია ანგარიშში.

2016 წელს რუსმა კიბერ დამნაშავეებმა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) სერვერები გატეხეს. ორგანიზაციის განცხადებით, ჰაკერულმა ჯგუფმა ათლეტების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, მათ შორის კონფედენციალური სამედიცინო მაჩვენებლების თაობაზეც. საუბარი იყო ინფორმაციაზე იმ „გამონაკლის მედიკამენტებზე, რომელთა მიღებაც სპორტსმენებს თერაპევტული დანიშნულებით“შეეძლოთ, თუმცა რუსებს სურდათ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე დასავლელი სპორტსმენების დისკრედიტაცია მომხდარიყო. რუსმა ჰაკერებმა ღია ინტერნეტ სივრცეში განათავსეს სხვადასხვა პერსონალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის რუსეთის მხარე კატეგორულად უარყოფდა ამ დანაშაულთან კავშირს. ვლადიმერ პუტინის პრესს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ მოსკოვის შემხებლობა ამ კიბერ შეტევასთან გამორიცხულია!

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა საქართველოში 2008 წელსაც მოხდა. აგვისტოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და ომის დღეებშიც, რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე მედიასაშუალებებისა და სატრანსპორტო კომპანიების ვებსაიტებზე. მაშინ კიბერთავდასხმა 50-ზე მეტ ვებსაიტზე მოხდა.

ფაქტია, რუსეთი უკვე წლებია ამგვარ აკრძალულ, დანაშაულებრივ მეთოდებს სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს, რათა მათი პოლიტიკის, სამოქალაქო სექტორის და სახელმწიფოებრივი პროცესების განადგურება მოახდინოს. დღეს, როცა მსოფლიოში მომაკვდინებელი კორონავირუსი „მოგზაურობს“, არავინ იცის, ნებისმიერი სახელმწიფოს სისტემას და მოქალაქეს რა ბოროტი სიურპრიზი შეიძლება მოუმზადოს მეორე მავნე „ვირუსმა“.

ალექსანდრე მეტრეველი

Новости

Другие новости