საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

02-04-2020 11:43:06 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 15 679ინფიცირებული, 277 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 359 ინფიცირებული, 5 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 663 ინფიცირებული, 4 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 2 777 ინფიცირებული, 24 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 47 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 936 000–ს გადააჭარბა, 195 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე ვიტარება იტალიაში, სადაც კორონავირუსმა 13 155 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 110 574, გამოჯანმრთელებულია 16 847. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. 130 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები