Accentnews.ge
რუსეთში თვითიზოლაციაში მყოფმა მამაკაცმა აივნიდან სანადირო თოფით 5 ადამიანი მოკლა

რუსეთში თვითიზოლაციაში მყოფმა მამაკაცმა აივნიდან სანადირო თოფით 5 ადამიანი მოკლა

06/04/2020 08:56:06 მსოფლიო

რუსეთში, რიაზანის ოლქის ქალაქ იელატმაში თვითიზოლაციაში მყოფმა მამაკაცმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სანადირო თოფით 5 ადამიანი მოკლა, – იუწყება ბრიტანული მედია.

მისივე ცნობით, თავდამსხმელი 31 წლის ანტონ ფრანჩიკოვია.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე მან საცხოვრებელი კორპუსის წინ მყოფი 4 მამაკაცი და 1 ქალი „გადაჭარბებული ხმაურის გამო გალანძღა“, შემდეგ კი სახლში შევიდა სანადირო თოფი გამოიტანა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. გარდაცვლილთა ასაკი 22 წლიდან 31 წლამდე მერყევობს.

პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. სამართალდამცველები მომხდარს საგანგებო რეჟიმით გამოწვეულ დაძაბულობას უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში „იძულებითი არასამუშაო რეჟიმი“ აპრილის ბოლომდე გაახანგრძლივა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ახალმა კორონავირუსმა 47 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 6 343.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S