როსკოსმოსი: “ტრამპის ბრძანება მთვარის ათვისების თაობაზე პლანეტების ოკუპაციის გეგმაა”

07-04-2020 17:55:55 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებას მთვარეზე წიაღისეულის მოპოვების თაობაზე “როსკოსმოსი” “სხვა პლანეტების ტერიტორიების ოკუპაციისა” და “კოსმოსური სივრცის ეკსპროპრიაციის აგრესიულ გეგმად” აფასებს.

"ისტორიაში უკვე იყო მაგალითები, როდესაც ერთმა ქვეყანამ თავის ინტერესებში ტერიტორიების დაპყრობა გადაწყვიტა და ყველას გვახსოვს, რით დასრულდა ეს ყველაფერი” – განაცხადა რუსეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი საველიევმა.

ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ოლეგ მოროზოვი კი თვლის, რომ “ამ ნაბიჯში პროპაგანდა მეტია, ვოდრე რეალობა” და რომ ტრამპის ბრძანება “აშშ-ის მოსახლეობის ყურადღების კორონავირუსის პანდემიისგან გადატანის მცდელობაა”.

ცნობისთვის: ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას მთვარეზე და სხვა ციურ სხეულებზე კომერციული მოპოვების თაობაზე. "ამერიკელებს კოსმოსურ სივრცეში რესურსების კომერციული კვლევის, მოპოვებისა და გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ", – ნათქვამია ბრძანებაში.

აშშ არ აღიარებს გაერო-ს 1979 წლის შეთანხმებას მთვარესა და სხვა ციურ სხეულებზე სახელმწიფოების საქმიანობის შესახებ, რომლის თანახმად, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის კვლევა კაცობიობის მონაპოვარია და ყველა ქვეყნის ინტერესების დაცვით უნდა წარმოებდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები