რუსეთმა ქვეყანაში პროპაგანდისტული მედიასაშუალებები უფასოდ აქცია

07-04-2020 19:18:05 მსოფლიო

რუსეთის კავშირგაბმულობის სამინისტრომ უფასო “სოციალურად მნიშვნელოვანი საინფორმაციო რესურსების” სიაში ყველა ის სატელევიზიო თუ ბეჭდური გამოცემა შეიყვანა, რომელიც დასავლეთის არაერთი ქვეყნის მიერ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გამავრცელებლადაა მიჩნეული. მათ შორის არიან ტელეკომპანიები “России 24”, RT, РИА ФАН, Life, "Звезда", ასევე "Российская газета"-ს, "Московский комсомолец"-ის, "Москва 24"-ის, "Лента.ру"-ს ვებ-გვერდები.

სულ სიაში 400 საინფორმაციო რესურსი ფიგურირებს. ყველა რესურსი დაყოფილია 14 კატეგორიად, რომელთა შორისაა: მედია, სოცქსელები, აგრეგატორები, ტელეარხებისა და სახელმწიფო ვებ-გვერდები, სოციალური ქსელები "ВКонтакте" და "Одноклассники", მესენჯერები "ТамТам" და ICQ, საძიებო სისტემები "Яндекс" და "Рамблер", ასევე კრემლისა და საპენსიო ფონდის საიტები.

სიაში შეყვანილი ყველა რესურსი 2020 წლის 1 აპრილიდან 1 ივნისამდე უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი, მათზე წვდომა არც ანგარიშზე უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში შეიზღუდება.

ექსპერიმენტში რუსეთის კავშირგაბმულობის უმსხვილესი ოპერატორები "Вымпелком" ("ბილაინი"), "МТС", "Мегафон", "Ростелеком" და "ЭР-Телеком" მონაწილეობენ.

“სოციალურად მნიშვნელოვან საინფორმაციო რესურზებზე” უფასო წვდომის უზრუნველყოფის ინიციატივით მიმდინარე წლის იანვარში პრეზიდენტი პუტინი გამოვიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები