ნიუ–იორკში კორონავირუსმა უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტმა

07-04-2020 19:51:20 მსოფლიო

ნიუ–იორკში ახალმა კორონავირუსმა უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტმა.

დღე–ღამის განმავლობაში შტატში დაავადებით 731 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, შტატში Covid-19-მა 5 400–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ტერორისტული აქტს, რომელიც 2001 წლის 11 სექტებერს ნიუ–იორკში მოხდა, საერთო ჯამში 2977 ადამიანი შეეწირა.

ბოლო მონაცემებით, Covid-19-ით 11 781 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 377 499, გამოჯანმრთელებულია 19 877.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 74 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 300 000–ს გადააჭარბა, 287 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები