მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე სწრაფად თურქეთში იზრდება

07-04-2020 20:37:12 მსოფლიო

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე სწრაფად თურქეთში იზრდება.

მისივე ცნობით, ბოლო ორი კვირაა, ინფიცირების შემთხვევები ათასებით იზრდება. ხოლო, ბოლო რამდენიმე დღეა, 24 საათში 3000–ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაავადებამ 649 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 30 217, გამოჯანმრთელებულია 1326.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 74 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 300 000–ს გადააჭარბა, 287 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები