იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

07-04-2020 21:01:38 მსოფლიო

ბოლო რამდენიმე დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება.

7 აპრილს ქვეყანაში COVID-19 –ით 604 ადამიანი გარდაიცვალა, 3 039 დაინფიცირდა და 1 555 გამოჯანმრთელდა.

  • 6 აპრილი – 636 დაიღუპა და 3 599 დაინფიცირდა
  • 5 აპრილი – 525 დაიღუპა და 4316 დაინფიცირდა
  • 4 აპრილი – 681 დაიღუპა და 4 805 დაინფიცირდა
  • 3 აპრილი – 766 დაიღუპა და 4 585 დაინფიცირდა
  • 2 აპრილი – 760 დაიღუპა და 4 668 დაინფიცირდა

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19–მა 17 127 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 135 586, გამოჯანმრთელებულია 24 392.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 74 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 300 000–ს გადააჭარბა, 287 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები