საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

07-04-2020 22:35:51 მსოფლიო

ბოლო 24 საათში საფრანგეთში ახალმა კორონავირუსმა 1 417 ადამიანი იმსხვერპლა. დაავდებით გარდაცვლილთა რააოდენობამ მთლიანობაში 10 000-ს გადააჭარბა - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ტრადიციულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადეს.

სამინისტროს ცნობით, 7 091 ადამიანი საავადმყოფოებში დაიღუპა, ხოლო 3 237 - თავშესაფრებში.

საფრანგეთში ამ დროისთვის ვირუსის გამო 30 000-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, ხოლო მათგან 7 131 ადამიანს ინტენსიური თერაპია უტარდება. საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 109 069 -ს შეადგენს, ხოლო ვირუსისგან 20 000-მდე პაციენტი განიკურნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები