„რატომ მოგვცა WHO–მ ასეთი არასწორი რეკომენდაცია?! ყველაფერს სათანადო შეფასებას მივცემთ“

08-04-2020 00:18:11 მსოფლიო

აშშ–მა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) „ჩინეთზე ორიენტირებულად“ მოიხსენიებს და ახალი კორონავირუსული პანდემიის საწყის ეტაპზე „ცუდი რჩევების“ გაცემაში ადანაშაულებს.

„WHO, რომელიც უმეტესწილად აშშ–სგან ფინანსდება, რატომღაც ჩინეთზე ორიენტირებული უფრო არის. ჩვენ ამას სათანადო შეფასებას მივცემთ. საბედნიეროდ, დასაწყისშივე უარი განვაცხადე მათ რჩევაზე, დამეტოვებინა საზღვრები ღია ჩინეთისთვის. რატომ მოგვცეს ასეთი არასწორი რეკომენდაცია?“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

ბოლო მონაცემებით, აშშ–ში ახალმა კორონავირუსმა 12 558 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 391 632, გამოჯანმრთელებულია 21 561.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები