
ჰოჯესი: “სხვა სახელმწიფოებიდან ინვესტიციების საქართველოში გადმოტანა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პოზიტიურ გავლენას დაუყოვნებლივ მოახდენს“
15/04/2020 10:51:01 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ სხვა სახელმწიფოებიდან ინვესტიციების საქართველოში გადმოტანა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პოზიტიურ გავლენას დაუყოვნებლივ მოახდენს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა "აქცენტთან" საუბარში განაცხადა.
იმისათვის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა არჩევანი საქართველოზე გააკეთონ, გენერალი რამდენიმე ფაქტორზე ამახავლებს ყურადღებას.
„პირველი, სხვა ქვეყნებიდან უცხოური ინვესტიციების საქართველოში გადმოტანა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე პოზიტიურ გავლენას თითქმის დაუყოვნებლივ მოახდენს. მაგრამ, ამ ქვეყნებს სურთ იცოდნენ, რომ მათი ინვესტიცია უსაფრთხო იქნება და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად უკუაგდებენ რუსული დეზინფორმაციის, საქართველოზე ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის და საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში მოსკოვის ჩარევის მცდელობებს.
მეორე, პოტენციური ინვესტიციის მოზიდვა მოითხოვს, რომ საქართველო სერიოზულად მოეკიდოს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების საკითხს. ეს პორტი შეიძლება, გახდეს ევროპასა და ევრაზიას შორის საკვანძო ადგილი და რეგიონის მთავარ ლოჯისტიკური ცენტრად გადაიქცეს. როდესაც საქართველოს მთავრობა მოახდენს ამ ნების დემონსტრირებას, მხოლოდ მაშინ გამოჩნდებიან ინვესტორები.
მესამე, სავაჭრო დერეფნის შექმნა, რომელიც ევრაზიიდან საქართველოსა და შავი ზღვის გავლით გაგრძელედება ოდესაში, კონსტანტაში და გაივლის თურქულ სრუტეებს, მკვეთრად შეცვლის შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ დინამიკას და გაზრდის ზეწოლას რუსეთზე, პატივი სცეს სუვერენიტეტს და ნავიგაციის თავისუფლებას შავი ზღვაში, რასაც ისინი ბოლო წლებია, არ აკეთებენ. მათ არ სურთ კონკურენცია საკუთარი პორტებისთვის. სწორედ ამიტომ, კრემლი მუშაობს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არასოდეს დასრულდეს“, – განაცხადა გენერალმა.
ცნობისთვის: იაპონია გეგმავს, მის კომპანიებს, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის ფონზე პრობლემები შეექმნათ, ჩინეთის დატოვებაში ფინანსურად დაეხმაროს. შეთავაზების მიხედვით, 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) წარმოების ჩინეთიდან იაპონიაში გადატანას მოხმარდება, დამატებით 23,5 მილიარდი - ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში. მას შემდეგ, რაც აღნიშნულის შესახებ გახდა ცნობილი, პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ კრიზისი შესაძლებლობად უნდა აქციოს. მისი თქმით, იაპონიის მთავრობის ინიციატივა ანაკლიის პორტისთვის, ქალაქისთვის და მთლიანად საქართველოსთვის კორონავირუსის კრიზისის ფონზე ახალ შესაძლებლობებს ხსნის და მოუწოდებს მთავრობას, ამ მიმართულებით გააქტიურდეს.
იხილეთ ასევე: ახალი შანსი ანაკლიისთვის
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021