Accentnews.ge
კორონავირუსთან მებრძოლი ფრანგი ექიმები პრემიებს მიიღებენ

კორონავირუსთან მებრძოლი ფრანგი ექიმები პრემიებს მიიღებენ

15/04/2020 14:23:03 მსოფლიო

საფრანგეთში სამედიცინო პერსონალს, რომელიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ რამდენიმე თვეა, იბრძვის, პრემიის სახით 500-დან 1500-მდე ევროს გადაუხდიან. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა.

ამასთან, ექიმები ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსთვის, სტანდარტული ანაზღაურების ნაცვლად, 50%–ით მეტ თანხას მიიღებენ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს თანხა დაახლოებით 600 ევროა.

რაც შეეხებათ ოჯახებს, რომლებსაც საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი აქვთ, მათ 150 ევროთი დაეხმარებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S