ბოლო 24 საათში აშშ–ში კორონავირუსმა 4591 ადამიანი იმსხვერლა
17/04/2020 20:11:19 მსოფლიო
ბოლო 24 საათში აშშ–ში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებამ 4591 ადამიანი იმსხვერლა, დაინფიცირდა 31 451. გუშინ Covid-19-მა აშშ–ში 2 569 ადამიანი შეიწირა.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 35 000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 690 000–ზე მეტი, გამოჯანმრთელებულია 58 326.


