
მსოფლიოში მილიტარიზაციის ხარჯებმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია
02/05/2019 08:07:47 თვალსაზრისი, ანალიზი
აშშ, ჩინეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი და საფრანგეთი შეიარაღების შესყიდვაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე მსოფლიოს ყველა დანარჩენი სახელმწიფო, ერთად აღებული. ამასთან, რუსეთი თავდაცვითი ხარჯების კუთხით მსოფლიო ლიდერების ხუთეულში აღარ შედის - გასულ წელს მისი ხარჯები 3,5%–ით შემცირდა, თუმცა რეალურად, არაფერი შეცვლილა და ყველაფერში "დამნაშავე" ვალუტის კურსებს შორის სხვაობაა, – ნათქვამია „სტოკჰოლმის მსოფლიოს პრობლემების კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ახალ მოხსენებაში.
დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს მთელს მსოფლიოში იარაღისა და შეიარღების შეძენაზე 1 ტრილიონ 322 მლრდ დოლარი დაიხარჯა, რაც 2,6%–ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
აშშ: ხარჯების ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა
სამხედრო ხარჯების ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა აშშ–მა აჩვენა. შტატები შეიარაღებაზე მსოფიოს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტს ხარჯავენ და 2018 წელს თითქმის იმდენივე დახარჯეს, რამდენიც რეიტინგში მეორედან მერვე პოზიციებზე გასულმა ქვეყნებმა, ერთად აღებულმა.
„წლევანდელი 4,6%–იანი ზრდა პირველია ბოლო 7 წლის განმავლობაში. აშშ თავისი ჯარის მოდერნიზების ყოვლისმომცველ პროგრამას ახორციელებს და უკვე შეუდგა მის რეალიზებას. ჩვენი შეფასებით, უახლოესი 20 წლის განმავლობაში შტატები როგორც ჩვეულებრივ, ისე ბირთვულ იარაღზე 1,8 ტრილიონ დოლარს დახარჯავენ“, – უამბო „დოიჩე ველეს“ პროექტის ხელმძღვანელმა ნან ტიანმა.
SIPRI–ს მოხსენების თანახმად, სამხედრო ხარჯების მიხედვით პირველ სარეიტინგო ხუთეულს აშშ–სთან ერთად, ჩინეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი და საფრანგეთი ადგენენ.
რუსეთი: ხარჯების მოჩვენებითი შემცირება
რუსეთს რეიტინგში მხოლოდ მე-6 ადგილი უკავია და ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად ვერ მოხვდა პირველ ხუთეულში.
თუმცა როგორც ნან ტიანი განმარტავს, ქვეყანას 2018 წელს თავდაცვითი ხარჯები არ შეუმცირებია, უბრალოდ SIPRI–ს მოხსენებაში ციფრები აშშ დოლარებში ითვლება და რუსეთის სამხედრო ხარჯების 3,5%–იანი შემცირება მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციას უკავშირდება.
"2018 წელს რუსულ რუბლში იმდენივე დაიხარჯა, რამდენიც წინა წელს. თუმცა ზოგადად, რუსეთის სამხედრო ხარჯები 2016 წლიდან მოყოლებული, მცირედით პერმანენტულად იკლებდა" - დასძენს მკვლევარი.
აღმოსავლეთ ევროპა შეშფოთებულია
SIPRI–ს მოხსენების თანახმად, რუსეთის სამხედრო ხარჯები შეშფოთებას იწვევს მის მეზობლად მდებარე ევროპულ სახელმწიფოებში; რუსეთ–უკრაინის კონფლიქტი დაძაბულობას აღრმავებს და სამხედრო ხარჯების ზრდას იწვევს.
უკრაინამ 2018 წელს ამ მიმართულებით 4,8 მლრდ დოლარი დახარჯა, რაც 21%–ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
ბულგარეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, რუმინეთმა და პოლონეთმა 2018 წელს საკუთარი სამხედრო ხარჯები ასევე მნიშვნელოვნად გაზარდეს საშიში მეზობლისგან მომავალი საგრძნობი საფრთხისათვის წინააღმდეგობის გასაწევად.
აღმოსავლეთ ევროპა სამხედრო ხარჯების რეიტინგში პირველ ათეულში შედის.
ათეულში არიან ასევე ბრიტანეთი და გერმანია. ამ უკანასკნელმა 2018 წელს სამხედრო მიმართულებით ხარჯები ასევე გაზარდა, 2025 წლისთვის კი ფედერალური მთავრობა სამხედრო ხარჯების მშპ–ის 1,5%–მდე გაზრდას გეგმავს (სადრეისოდ მისი წილი 1,2 %–ს შეადგენს, მაშინ, როცა გერმანიის ნატო-ელი პარტნიორი აშშ ამ ხარჯების მშპ–ის 2%–მდე გაზრდას ითხოვს).
ჩინეთი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სამხედრო ხარჯების მსოფლიო რეიტინგში უდავო მეორე ადგილი უკავია. 2018 წელს პეკინმა იარაღისა და შეიარაღების შესყიდვასთნ ერთად ჯარის მოდერნიზებაზე 250 მლრდ დოლარი დახარჯა და ბოლო 10 წლის განმავლობაში მისი სამხედრო ბიუჯეტი 83%–ით გაიზარდა.
როგორც SIPRI–ს ექსპერტები აღნიშნავენ, ჩინეთს არ სურს, აშშ რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებს მეტისმეტად მიუახლოვდეს, უმსხვილეს მოთამაშეებს შორის დიდი დაძაბულობაა, მეორეს მხრივ კი, უდავოდ, აშშ–ის შეიარაღების მოდერნიზებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩინეთისთვის, ისე რუსეთისთვის.
„მე ამას გამალებულ შეიარაღებას ვერ დავარქმევდი, თუმცა ეს სახლმწიფოები დიდ ფულს ხარჯავენ არმიისა და იარაღის მოდერნიზებაზე, გადადიან უფრო მძრლავრ და თანამდროვე იარაღზე, რომელიც ხშირ შემთხევაში ძალიან ძვირია; მათ ახალ არსენალში სულ უფრო ხშირად ვხვდებით შეიარაღების ავტონომიურ სისტემებს, კიბერ- და ბიოლოგიურ იარაღს. ცოტა ხნის წინ SIPRI–მ მსოფლიო ბიოლოგიური იარაღის წარმოების ახალი ტექნოლოგიების მძლავრი განვითარების შესახებ გააფრთხილა“, – აღნიშნავს ნან ტიანი.
საუდის არაბეთისთვის მიწოდება გრძელდება
ნავთობის გაიაფებისა და შეიარაღების ხარჯების 6,5%–ით შემცირების მიუხედავად, საუდის არაბეთმა SIPRI–ს 2018 წლის რეიტინგში მე–3 ადგილი დაიკავა. ნავთობის მომპოვებელი სახელმწიფო შეირაღებაზე 67,6 მლრდ დოლარს ხარჯავს და ექსპერტების შეფასებით, წარმოადგენს მსოფლიოში იარაღის უმსხვილეს იმპორტიორს.
გერმანიის მთავრობამ კოალიციურ შეთანხმებაში შეიტანა პუნქტი ერ რიადისთვის იარაღის ექსპორტის შეწყვეტის თაობაზე, რისი მიზეზიც საუდის არაბეთის იემენის ომში მონაწილეობა გახდა. 2018 წლის ნოემბერში ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის შემდეგ მთავრობამ საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტი აკრძალა, თუმცა ამ აკრძალვის რეალიზება სერიოზულ სირთულეებს აწყდება: შეიარაღების გერმანული სისტემების დიდ ნაწილს ქვეყანა აწარმოებს იმ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით, სადაც ბერლინი ექსპორტს ვერ აკრძალავს.
თურქეთი მოდერნიზებას აგრძელებს
როდესაც დღის წესრიგში დგება იარაღის ექსპორტის საკითხი, ფედერალურ მთავრობას მნიშვნელობანი პრობლემები ექმნება თურქეთთან. ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევით გამოწვეული უკმაყოფილება და სირიაში ქურთების საწინააღმდეგო მოქმედება ბერლინში ანკარისთვის გერმანული იარაღის მიწოდების კრიტიკას იწვევს. მიუხედავად ამისა, თურქეთი საკუთარი ჯარის მოდენიზებას განაგრძობს და გუსულ წელს ხარჯები 24%–ით გაზარდა, რის ხარჯზეც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-15 პოზიციაზე გავიდა.
„თურქეთი სულ უფრო მეტს ხარჯავს სწრაფად მზარდ სამხედრო პროგრამაზე. ქვეყანა ძალიან ბევრ იარაღს ყიდულობს და ამასთანავე, სირიაში ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას აფართოებს, რაც ასევე ძვირი ჯდება“, – აღნიშნავს ნან ტიანი.
მოსისხლე მტრები ინდოეთი და პაკისტანი
ინდოეთი სამხედრო ხარჯებს ზედიზედ მეოთხე წელია, ზრდის და SIPRI–ს რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებს 66,5 მლრდ- დოლარიანი მაჩვენებლით. ქვეყანა შეიარაღებაზე თითქმის 6-ჯერ მეტს ხარჯავს, მის მეზობელ და მოსისხლე მტერ პაკისთანთან შედარებით. ორი ბირთვული სახელმწიფო საკუთარი ჯარების მოდერნიზებას აგრძელებს და ვითარება ქაშმირში – ორი ქვეყნის დაპირისპირების საგნად ქცეულ მხარეში მთელი რეგიონისთვის სარისკოდ რჩება.
აზიაში შეიარაღებაზე ხარჯები საგრძნობლად იზრდება. SIPRI–ს მოხსენების თანახმად, ეს ტენდენცია ბოლო 30 წლის განმავლობაში ნარჩუნდება, ხოლო ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის, ასევ პირველ ათეულში შემავალი სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებებმა იგი კიდევ უფრო გააძლიერეს.
აფრიკა: ნავთობი იარაღის სანაცვლოდ
აფრიკის ქვეყნებში იარაღის შესყიდვები უკვე რამდენიმე წელია, პერმანენტულად მცირდება. განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ 2018 წელს კონტინენტის ჩრდილოეთში მდებარე 4–მა ქვეყანამ ამ მიზნებისთვის მეტი დახარჯა, ვიდრე საჰარის სამხრეთით მდებარე 45–მა სახელმწიფომ.
ასე, მაგალითად, სუდანმა სამხედრო შესყიდვები 49%–ით შეამცირა, ანგოლამ – 18%–ით.
თუმცა როგორც ნან ტიანი აღნიშნავს, არსებობს ვარაუდი, რომ სუდანი ხარჯავს საკმაოდ ბევრ ჩრდილოვან – არა ბიუჯეტიდან აღებულ თანხას, რომლის მოძრაობისთვისაც თვალის მიდევნება ძნელია.
„არსებობს პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ნავთობიდან მიღებული შემოსავალი პირდაპირ სამხედროებთან მიედინება, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ამის დამტკიცება უჭირთ. სუდანის გარდა, მსგავსი სისტემები შესაძლოა, გამოიყენებოდეს სამხრეთ სუდანსა და ანგოლაშიც“, – აცხადებს ნან ტიანი.
239 დოლარი – დედამიწის ყოველ მაცხოვრებელზე
მოხსენების შედგენისას SIPRI არ ითვალისწინებს ხარჯებს საიდუმლო ოპერაციებზე, ვინაიდან მოხსენებაცა და მისი შესაბამისი მონაცემთა ბაზაც მხოლოდ და მხოლოდ ღია ოფიციალური წყაროებიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იქმნება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალური სამხედრო ხარჯები აჭარბებს იმ 1822 მლრდ დოლარს, რომელიც SIPRI–მ მოითვალა.
თუმცა თუ ამ თანხას დავეყდნობით, დედამიწის ყოველ მაცხოვრებელზე შეიარაღებაზე დახარჯული 239 დოლარი მოდის.
„ბევრი ადამიანისთვის ეს წლიური შემოსავლის 60%–ს შეადგენს სიღარიბის აჟამინდელი – დღეში 1–დოლარიანი ზღვრის გათვალისწინებით“, – დასძენს ნან ტიანი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021