Accentnews.ge
3 ახალი ინფიცირებულიდან ერთი დიდუბის ბაზრის მოვაჭრეა

3 ახალი ინფიცირებულიდან ერთი დიდუბის ბაზრის მოვაჭრეა

23/06/2020 12:11:21 საზოგადოება

3 ახალი ინფიცირებულიდან ერთ–ერთი მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა. 63 წლის ქალი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს. იგი თბილისიდან სოფელში ერთი დღის დაბრუნებული იყო და კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა არავისთან ჰქონია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ სამი ოჯახური კონტაქტი - ინფიცირებული ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი. სამივე მათგანი კარანტინშია გადაყვანილი.

"ქალბატონი მუშაობს თბილისში. ყარაჯალაში ჩამოვიდა საღამოს, სამ პიროვნებასთან ერთად. სოფელში კონტაქტი არავისთან ჰქონია და შვილთან ერთად მიაკითხა საავადმყოფოს. ამ ეტაპზე ვცდილობთ მოვიკვლიოთ ყველა დეტალი, სადმე ხომ არ გადაადგილდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. შემოწმდებიან ასევე მედიკოსებიც", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 911-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 768 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S