დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო: „სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 515 495–მა პირმა მიიღო“

10-08-2020 17:41:05 საზოგადოება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 251 690 პირი.

ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია უკვე გადარიცხულია 171 801 პირზე, სულ 51 540 300 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია მაისის თვეში ჩაერიცხა 72 853 პირს - 14 570 600 ლარი, ივნისის თვეში - 152 946 პირს - 30 589 200 ლარი, ივლისის თვეში - 117 895 პირს - 23 551 900 ლარი. სულ ჯამში 68 711 700 ლარი.

თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტოს დასრულდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები