Accentnews.ge
სოხუმი პროხანოვს პასუხობს: «აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება»

სოხუმი პროხანოვს პასუხობს: «აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება»

11/09/2020 11:39:21 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო პოლიტიკური უწყება რუსი პოლიტიკოსის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე პროხანოვის განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ «აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება’.

«აფხაზეთის სუვერენული პოლიტიკური სტატუსი განსაზღვრულია რესპუბლიკის კონსტიტუციით, სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ აქტით და იურიდიულად აღიარებულია 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით. ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად იქცა აფხაზეთის ისტორიაში, შექმნა რა ხარისხობრივად ახალი შესაძლებლობები უსაფრთხოების, პოლიტიკური სტაბილურობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად», - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებაში.

სოხუმში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ «რუსულ-აფხაზური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, სრულად შეესაბამება აფხაზეთისა და რუსეთის ინტერესებს და პასუხობს თანამედროვე პოლიტიკურ რეალობას».

«ამასთან დაკავშირებით გვსურს, მოვუწოდოთ რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს, თავი შეკავონ განცხადებებისგან, რომლბეიც ეწინააღმდეგება რუსეთის სახელმწიფოს პოზიციას, ეხება აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესებს და ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკურ სტატუსს», - ნათქვამია განცხადებაში.

პროხანოვმა ამ დღეებში გაზეთ «Завтра»-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით «ტირასპოლიდან ვლადივოსტოკამდე». ბელარუსის ცნობილი ბოლოდროინდელი მოვლენების კონტექსტში იგი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მოიხსენიებს «ამიერკავკასიაში დე-ფაქტო რუსულ ტერიტორიებად” და «ჯუჯა სახელმწიფოებად, რომლებიც დამოუკიდებლად მხოლოდ რუსული სამხედრო ბაზების წყალობით არსებობენ”.

«ჩვენ ამ ტერიტორიებს რუსულად საჯაროდ არ მოვიხსენიებთ, ვიგონებთ არადამაჯერებელ, არარეალისტურ ფორმულებს ამ რუსული ტერიტორიების სუვერენიტეტის შესახებ. მათ გარდა, რუსეთის შემადგენლობაში, დიდ რუსეთში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე მრავალტანჯული, რუსული გულისთვის ესოდენ ძვირფასი დნესტრისპირეთის შემოყვანა და ამით “დიადი ნოვოროსიის”, როგორც, რაღა თქმა უნდა, დიდი რუსეთის ნაწილის გეგმის განხორციელებაა — სწორედ ეს არის გეოპოლიტიკური მოდელი, რომელიც მოაზროვნე გეოსტრატეგების ცნობიერებაში ცხოვრობს. რუსეთში არავის გაუხმოვანებია ტირასპოლიდან ვლადივოსტოკამდე სახელმწიფოს კონცეფცია, მაგრამ ეს კონცეფცია, ეჭვი არ მეპარება, განიხილება გენერალურ შტაბშიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დერეფნებშიც, უშიშროების საბჭოშიც, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც», - წერს პროხანოვი.

მანამდე ორიოდ თვით ადრე ანალოგიური იდეა, ოღონდ პარტიულ საარჩევნო პროგრამაში გააჟღერა ნაკლებად ცნობილმა რუსმა პოლიტიკოსმა ზახარ პრილეპინმა, რომელმაც სოხუმსა და ცხინვალში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმების ჩატარების ინიციატივაც გააჟღერა. იმხანად მისმა განცხადებებმა აფხაზურ საზოგადოება აღშფოთება გამოიწვია. აი, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა კი, რომელიც თანამდებობაზე მოსვლის დღიდან და მანამდეც პერიოდულად აჟღერებდა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეას, პრილეპინის ინიციატივას სიამოვნებით საჯაროდ დაუჭირა მხარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S