კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
27/11/2020 12:36:52 საზოგადოება
ექიმი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის "იმედის" კლინიკაში გინეკოლოგად მუშაობდა.
კლინიკის პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ ექიმს თანმხლებად ონკოლოგიური დაავადება და დიაბეტი ჰქონდა.
იმერლიშვილი კახეთში დაინფიცირდა. ჰოსპიტალიზების შემდეგ ის დაახლოებით, ერთ კვირაში გარდაიცვალა.
ვირუსი აღმოაჩნდათ ექიმის ოჯახის წევრებსაც.


