კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა

03-12-2020 21:40:17 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა,– ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში იყო შემთხვევები, როდესაც კორონავირუსგადატანილ მოქალაქეებს ანტისხეულები არ გამოუმუშავდათ, ხოლო რეინფიცირების სამი ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 147636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4260 – ბოლო 24 საათში. ვირუსმა საქართველოში 1387 პაციენტი იმსხვერპლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები