ჯანდაცვის სამინისტრო 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

04-12-2020 00:37:47 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

"3 დეკემბერს ტელეკომპანია "მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად პაციენტის კლინიკამდე ვერმიყვანა დაასახელეს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. 3 დეკემბერს, 03:24 სთ-ზე 112-ში განხორციელდა ზარი უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოძახების ადგილზე 13 წუთში, 03:37 სთ-ზე მივიდა, რა დროსაც ექიმებს ახალგაზრდა გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. მედიკოსების შეფასებით, გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება. შესაბამისად, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე. სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას" - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები