Accentnews.ge
9 000–მდე კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობის კურსს ბინაზე გადის

9 000–მდე კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობის კურსს ბინაზე გადის

14/01/2021 07:01:38 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოს დედაქალაქში გამოლინდა. კერძოდ, ვირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა,

აჭარა - 112,

იმერეთი - 196,

ქვემო ქართლი - 69,

შიდა ქართლი - 111,

გურია - 18,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131,

კახეთი - 84,

მცხეთა-მთიანეთი - 41,

სამცხე-ჯავახეთი - 26,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 756, აჭარაში - 337, იმერეთში - 746.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 808 პირი, მათ შორის, თბილისში - 369, აჭარაში - 62, იმერეთში - 192.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 8, იმერეთში - 27.

638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 236 - თბილისში, 325 - აჭარაში, 28 - იმერეთში.

8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 196, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 13 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 673 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 256 პირი, აჭარაში - 2 272, იმერეთში - 2 549.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 748 პირი, გარდაიცვალა 21 ადამიანი.

ჯამში ქვეყანაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 244 612 შემთხვევა, მათგან 228 359 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 2 867 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 891 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 767 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 124 PCR ტესტით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S