უმაყურებლო კონცერტი ორბელიანების სასახლის ეზოშიც გაიმართება

18-01-2021 20:17:49 საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის და დათო ევგენიძის ერთობლივი პროექტი, იქნება ლაივი პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე. წარმოდგენილი იქნება 7 ქუჩის მუსიკოსი და დათო ევგენიძის ბენდი, რომელიც შედგება 8 წევრისგან.

რაც შეეხება თანხას, მე ზუსტი მონაცემები ამ წუთას არ მაქვს, თუმცა დაახლოებით შემიძლია გითხრა, რომ ამ ყველაფრის ტექნიკური უზრუნველყოფა და მუსიკოსების ჰონორარი დაახლოებით 16000 ლარი უნდა იყოს, როცა ოფიციალურად მოიწერები შესაბამისი სამსახური ძალიან მალე, როგორც გვჩვევია გაგცემს პასუხს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა

ორბელიანების სასახლის ეზოში 19 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.

როგორც ირკვევა, კონცერტი უმაყურებლოდ ჩაივლის და ის პრეზიდენტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის "ფეისბუქ"–გვეედებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის და დათო ევგენიძის ერთობლივი პროექტია.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ირინა შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ასევე, ღონისძიება ხაზს უსვამს „ორბელიანების სასახლის“ ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე” იბრუნებს ტრადიციას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ირინა შენგელიამ.

კონცერტი 19 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, დავით ევგენიძე და ბენდი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები