"გირჩის" წევრები აშშ–ის საელჩოში იმყოფებოდნენ
22/01/2021 12:04:25 პოლიტიკა
„გირჩის“ წევრის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, აშშ-ის სალეჩოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა, ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც პარტიის სახელით ესწრებოდა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებს, პარტიის წარმომადგენელი აღარაა.
„ეს გაცნობითი შეხვედრა იყო, რომ უკეთესი კომუნიკაცია გვქონდეს აშშ-ის საელჩოსთან ამ მოლაპარაკებების პროცესში. ზოგადად, მათაც აინტერესებთ პოლიტიკური პროცესები და რადგან ჩვენი მხრიდან ზურა იყო კომუნიკატორი, ახლა შეიცვალა სიტუაცია და ასეთი გაცნობითი შეხვედრა შედგა. ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობდით, ერთმანეთის მოსაზრებები გავცვალეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ელჩს არ შევხვდით, შეხვედრა გვქონდა საელჩოს თანამშრომლებთან. ეს სამუშაო პროცესია, არაფერი განსაკუთრებული“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.


