Accentnews.ge
უგულავა: "განმიცხადეს, "საზღვარს ვერ გადაკვეთო"

უგულავა: "განმიცხადეს, "საზღვარს ვერ გადაკვეთო"

23/01/2021 09:56:08 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, 23 იანვარს მას საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და მისთვის მიზეზი სრულიად გაურკვეველია.

საკუთარ "ფეისბუქ"-გვერდზე უგულავა წერს, რომ საქართველო „პუტინის რუსეთს“ დაემსგავსა.

„შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი -"გაწითლებული" ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია“ - აცხადებს გიგი უგულავა.

საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში უგულავა საქმის შესწავლის თხოვნით სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს.

"ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ“ - წერს გიგი უგულავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S