ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

23-01-2021 17:55:52 საზოგადოება

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მის Twitter-ზე გავრცელდა.

ის 23 იანვარს დილას ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტელეწამყვანი იანვრის დასაწყისში საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს.

2017 წელს კი მას ფილტვის კიბო დაუდგინეს. ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში მას თოქშოუ ტელეკომპანია „სიენენზე“ მიჰყავდა. ბოლო წლებში ის ტელეკომპანია Russia Today-ში მუშაობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები