ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

25-01-2021 18:43:31 საზოგადოება

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსით უკვე მეორედ დაინფიცირდა.

"ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ. დღეს Covid-19-ის ტესტის დადებითი პასუხი მივიღე უკვე მეორედ მას შემდეგ, რაც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო", - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

როგორც მომღერალი ამბობს, მან საქართველო 15 იანვარს დატოვა და იმ დროს, რამდენჯერმე მიიღო ვირუსზე უარყოფითი პასუხი, თუმცა უკვე 23 იანვარს დაეწყო კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

არსებული ინფორმაციით, მან კორონავირუსი პირველად იტალიაში 2020 წლის ივლისში გადაიტანა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები