ხვიჩია – მელიაზე: "ცუდი საუბარი გვქონდა: მომეჩვენა, რომ დამემუქრა"

25-01-2021 19:14:24 პოლიტიკა

მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ. მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად. ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს, რადგან მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს. მე ასეთი ადამიანი არ ვარ, ამ სასამართლოში არ ვუჩივლებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩია ამბობს, რომ სურს, გაერკვეს, მელია სერიოზულად ესაუბრა თუ არა:

"ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, ბატონი ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო. ნიკა მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, მაგიტომ მივიჩნიე სერიოზულად და მინდა, გავარკვიო, მემუქრებოდა დებატებზე გამოწვევით თუ ფიზიკურად რომ ჩემზე დიდია, მაგით“.

ხვიჩიას ვარაუდობს, რომ მელიას მხრიდან მსგავსი საუბრის მიზეზი შესაძლოა, მისი დღევანდელი განცხადებები ყოფილიყო.

იაგო ხვიჩიამ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიას ქუჩაში ტოვებს და მისი თანაპარტიელები ამაში წინააღმდეგობას არ უწევენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები