Accentnews.ge
„გირჩი“ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციას ითხოვს

„გირჩი“ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციას ითხოვს

27/01/2021 07:18:59 პოლიტიკა

„გირჩი“ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან – მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციას ითხოვს. მთავარი თემა შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და სამოქმედო გეგმა იქნება.

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მსხდომ ოპოზიცონერ ლიდერებისგან კონკრეტლი სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღეს.

„ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვართ მიბმული და ვერ ვიგებთ, ბოიკოტში რას ვაკეთებთ ერთად. ან იმას რატომ ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ. ვერც ვერავინ მიხსნის. თუ ამიხსნიან, გადავალ მათ ჭკუაზე და აღარ დამჭირდება მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ თუ ვერ ამიხსნიან, მაშინ ვიღაც მჭირდება, ვინც ამას ამიხსნის. გვჭირდება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის – 36 ადამიანის ქუჩაში დატოვება, თან ისე, რომ ამ ხალხმა არ იცის, რას აკეთებს იქ?“– განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახო მეგრელიშვილმა.

ენმ–ში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ცნობისთვის: „გირჩს“ არაერთხელ უთქვამს, რომ პარლამენტში მხოლოდ ენმ–სთან ერთად შევა, ვინაიდან ის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა ყველაზე მეტი მანდატით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S