მედია: პოლიციაში საკადრო ცვლილებებია
27/01/2021 11:10:29 პოლიტიკა
კახეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს,- იწყება "რუსთავი 2".
არხის ინფორმაციით, კახეთში დაინიშნა გურიის პოლიციის მოქმედი უფროსი კახა მურადაშვილი. მას სამცხე- ჯავახეთის პოლიციის უფროსი ლევან ხარაბაძე შეცვლის. ხოლო ვინ შეცვლის ხარაბაძეს სამცხე- ჯავახეთის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, ჯერ–ჯერობით, უცნობია.
შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მერაბ ბერძენიშვილის მოადგილე შეასრულებს.


