კომიტეტმა ხაბეიშვილისა და ნათელაშვილისთვის მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირა
27/01/2021 15:11:44 პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილისთვის და "ლეობორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
"ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კახიანი ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დეპუტატთა უმრავლესობა ემხრობა.
პროცედურულად, ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილის მანდატების საკითხი ბიუროს გადაეცემა, შემდეგ კი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
მათ მსგავსად, დაგეგმილია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დარჩენილი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეჩერების საკითხიც. მათი განხილვა კომიტეტზე უკვე ხვალ, 28 იანვარს იგეგმება.


