ბერაია ბოკერიას "სანაძლეოს ჩაბარებისკენ" მოუწოდებს
28/01/2021 11:59:22 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთ ლიდერს – გიგა ბოკერიას მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მასთან დადებული "სანაძლეო ჩააბაროს“.
როგორც ჟურნალისტებს ბერაია განუცხადა, სანაძლეო ეხებოდა იმას, რომ „ქართული ოცნება“ ხობში 40%–ზე მეტს აიღებდა, რაზეც ბოკერიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
„რევოლუციის ლეგიტიმაცია რას ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ გიგა ბოკერიას ურჩევია, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩემთან სანაძლეო წააგო, ჩააბაროს და შემდეგ ილაპარაკოს რევოლუციაზე და სხვა რამეზე. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავნაძლევდით, ეს მალევე უნდა გადაეხადა, მაგრამ დღემდე არ ჩაუბარებია. ჩემამდე რაც მოვუგე, არ მოუტანია. იმდენად დიდი დრო გავიდა, აღარ მგონია, რომ ჩააბარებს“, – აღნიშნავს ბერაია.
დეპუტატი არ აკონკრეტებს, რა წააგო ბოკერიამ.
„სანაძლეოს სახეს საიდუმლოდ დავტოვებ“, – დასძინა მან.
ცნობისთვის: ოპოზიცია მე–10 მწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, რადგან არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აფასებს.


