გომელაური: "რევოლუციაზე ნურც იოცნებებენ!“
28/01/2021 15:30:20 პოლიტიკა
წლებია, საუბრობენ - "რევოლუცია, რევოლუცია, რევოლუცია" - სისულელეა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
„ჩვენს ჩვენს მოვალეობას ყოველთვის შევასრულებთ. ხელისუფლების შეცვლა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს არჩევნებით და არა რევოლუციის გზით. ამაზე ნურც იოცნებებენ!“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.


