მელაშვილი ამბობს, რომ გიგიაძემ საპატიმროშიც მისწერა
28/01/2021 17:39:27 პოლიტიკა
პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ქართველმა დიპლომატმა გიგი გიგიაძემ მას საპატიმროში წერილი შეუგზავნა.
ინფორმაციისთვის: გიგიაძე აღმოჩნდა ერთადერთი მოქმედი ელჩი, რომელმაც კარტოგრაფების საქმის გამო საკუთარი საჯაროდ გამოხადა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. რის გამოც მან სახელისუფლებო პარტიიდან საყვედურიც მიიღო. სადღეისოდ ელჩი რეზერში იმყოფება.
„მხარდაჭერა და გვერდში დრომა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“,– უპასუხა მელაშვილმა კითხვას "ფორმულას" ეთერში, რა მისწერა მას დიპლომატმა.
მისივე თქმით, საპატიმროში მან უამრავი წერილი მიიღო, ძირითადად, რიგითი მოქალაქეებისგან და ყოფილი ერჩებისგან – „რა მნიშვნელობა აქვს, თანამდებობებზე მუშაობენ“.
მელაშვილმა თქვა ისიც, რომ პროტესტი, რომლის შესახებაც ინფორმაციას იღებდა, ამხნევებდა.


