Accentnews.ge
იაგო ხვიჩია მამუკა მდინარაძესთან შეხვედრას ადასტურებს

იაგო ხვიჩია მამუკა მდინარაძესთან შეხვედრას ადასტურებს

29/01/2021 06:22:49 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან შეხვედრას ადასტურებს პარტია „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. როგორც მან „ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, შეხვედრა არაფორმალურ ადგილზე შედგა: 27 იანვარს საჯარო მიმართვიდან რამდენიმე საათში.

„ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკების პროცესისთვის კარგი ფაქტია [კარტოგრაფების გათავისუფლება – რედ.]ის, რომ ასეთ დროს, ის სიმძიმე, რომელიც აწვა მონაწილე მხარეებს, ნაწილობრივ შემსუბუქდა. მაგრამ ჩვენი პოზიცია არასოდეს არ იყო მხოლოდ პოლიტპატიმრების გამოშვების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლა.

ჩვენ ვიცით, რომ თუ ჩვენ არ შევცვალეთ ერთმანეთთან დამოკიდებულება, „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" არ შევარიგეთ, არ შევრიგდით ხელისუფლება და ოპოზიცია ჩვენ ყოველთვის გვეყოლება პოლიტპატიმრები, რომლებიც ამ ბრძოლის, ხელისუფლების და ოპოზიციის ბრძოლის შედეგია", - აღნიშნა ხვიჩიამ.

„გირჩის" თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ამოცანაა, გაარკვიოს, მტყუან-მართალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ამის შესახებ საზოგადოებას აცნობოს.

როგორც ხვიჩია ამბობს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ „ქართულ ოცნებას" გულწრფელად არ სჯერა, რომ ოპოზიციას რაიმე ფორმით უნდა შესვლა პარლამენტში.

„ფიქრობენ, რომ ისინი აყოლილი არიან „ნაციონალურ მოძრაობას" რაღაცნაირად. მაგალითად, მათი არგუმენტი, რომელზედაც მე დრო ავიღე საფიქრალად, „თქვენ, რაც შესთავაზეთ ოპოზიციას მაგაზე მეტი რა უნდა შეგვეთავაზებინა იმ ხალხისთვის, რომელსაც ნამდვილად უნდა პარლამენტში". მე მომეჩვენა, რომ „ქართული ოცნება" ბევრად უფრო ახლოს იყო ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობასთან და არ გამორიცხავდა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვემოძრავა, მაგრამ აქ პრობლემა იყო ის, რომ აზრი არ აქვს", - თქვა მან.

ხვიჩია ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, დაეხმარონ მდინარაძის წინააღმდეგ კონტრარგუმენტის მოფიქრებაში.

ცნობილია, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტაზე 2 თებერვალს იმსჯელებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S