Accentnews.ge
თბილისის მერიამ გასულ წელს PR–ჯგუფზე 1 მილიონზე მეტი დახარჯა

თბილისის მერიამ გასულ წელს PR–ჯგუფზე 1 მილიონზე მეტი დახარჯა

29/01/2021 09:28:21 პოლიტიკა

თბილისის მერიის ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ", რომელსაც თბილისის მერიისა და მასში შემავალი უწყებების PR ევალება, თანამშრომლებზე 2020 წელს 1,457,168.42 ლარის ოდენობის თანამდებობრივი სარგო გასცა. ამის შესახებ "აქცენტისთვის" თბილისის მერიიდან მოწოდებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

"აქცენტი" თბილისის მერიისგან ითხოვდა საჯარო ინფორმაციას, თუ რა ოდენობის ხელფასი/თანამდებობრივი სარგო გაიცა 2020 წელს ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს“ დირექტორზე და ამ სააგენტოში დასაქმებულ სხვა პირებზე – ჩაშლილად, თითოეულ თანამშრომელზე. მერიიდან არასრულყოფილი ინფორმაცია მივიღეთ: დოკუმენტში მოცემულია თანამშრომლების დაჯამებული თანამდებობრივი სარგო, რაც შეეხება მათ პოზიციებს, დოკუმენტში, მიუხედავად მოთხოვნისა, მითითებული არ არის.

რაც შეეხება მიღებულ ინფორმაციას, ირკვევა, რომ 2020 წელს თბილისის მერიის ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს“ შტატიან თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოს სახით 556748.87 ლარი, ხოლო შტატგრაშე თანამშრომლებზე 900419.55 ლარი, ჯამში 1,457,168.42 ლარი გაიცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S