Accentnews.ge
ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს

29/01/2021 11:44:20 პოლიტიკა

"მოქალაქეების“ ლიდერებმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.

როგორც ელისაშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მიიღწა საბოლო შეთანხმება, რაც გულიხმობს, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ დეპუტატები საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთვებიან.

მისი თქმით, შეთანხმება საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებას გულისხმობს.

ელისაშვილი ამბობს, რომ შესაბამისი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში 1 მარტამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტს დატოვებს.

„ორმა დეპუტატმა რაც შევძელით, „ქართულ ოცნებას“ მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ“,– განაცხადა ელისაშვილმა და განმარტა, კონკრეტულად რას მოიცავს შეთანხმება:

„ელექტრონული არჩევნების წესი, ნებისმიერი „კარუსელის“ პრევენცია, იქნება ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით. ყველა საარჩევნო უბანზე იდგება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 20:00 საათზე, ყველა უბნის დახურვისთანავე, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას ხუთი საათის შემდეგ. ამ პროექტის მიხედვით, თითის ანაბეჭდის შემდეგ, სამი კამერა იქნება, რომლითაც პირდაპირი ტრანსლაცია იქნება ყველა საარჩევნო უბნიდან. 3 800-ვე უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი. ადამიანებს შეეძლებათ, ოფისებიდან დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან 100 მეტრამდე გაიზრდება. ცესკო-ში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია სრულად იქნება წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა „ქართულ ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, არამედ შვიდივე ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ცესკო-ს თავმდჯომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S