Accentnews.ge
ნიკა მელიამ ენმ–ის ახალი წევრები წარადგინა

ნიკა მელიამ ენმ–ის ახალი წევრები წარადგინა

31/01/2021 20:07:13 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ახალი წევრები წარადგინა.

პარტიის ახალი სახეები არიან:

გიორგი ჩალაძე - იურისტი,

გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი;

ნონა მამულაშვილი - დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი;

ნიკა ობოლაძე - იურისტი;

გიორგი თარგამაძე - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი;

რეზო ჩომახიძე - ევროპის საუკეთესო წყალბურთელი,

დიპლომატიური ეკონომიკის მაგისტრი;

სოფო ჯაფარიძე - ექიმი, ლექტორი;

მანუჩარ ახალაია - სამართალმცოდნეობის მაგისტრი;

ბარბარა ჯიმელი - საერთაშორისო პოლიტოლოგიის მაგისტრი;

ანა გოგოლაძე - საჯარო მმართველობის მაგისტრი;

ზვიად ქვლივიძე - ევროპული ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი;

ბაჩო დოლიძე - პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი;

გიორგი ხვედელიანი - პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორანტი.

"დღეს, აქ, ჩვენი, ანუ ძველი გუნდის გარდა, არის ხალხი, რომელიც დღემდე უბრალოდ მხარდამჭერი იყო ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ დღეიდან მათ ჩათვალეს, რომ მოქმედების დროა, რომ მათი კვალიფიკაცია უნდა მოხმარდეს ჩვენს სახელმწიფოს, მათი ძალისხმევით უნდა მოხდეს უკეთესი საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა. ამავე დროს, აქ არის ხალხი, რომელთა დიდი ნაწილი სულ ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდებოდა და რაღა დაგიმალოთ, ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით, რომ ერთი გუნდი გავხდებოდით, მაგრამ ჩვენ გავერთიანდით და იცით რატომ გავერთიანდით? ახლა ყველა ერთად ვფიქრობთ, რომ საქართველოს განვითარების მიმართულებით ყველაზე სწორად და ყველაზე სწრაფად ჩვენი გუნდი მოძრაობს. საქართველოს უკეთესი მომავალი იქმნება აქ", - თქვა მელიამ და დასძინა, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია".

ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე 2020 წლის 27 დეკემბერს გახდა. ის პარტიის ყრილობაზე ერთხმად დაამტკიცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S