გახარია შსს-ში საკადრო ცვლილებებზე: "დღეს გომელაურია მინისტრი და ის ნიშნავს კადრებს"
01/02/2021 11:23:36 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ უწყებაში სამხარეო დეპარტამენტების ხელმძღვანელების როტაციის პრაქტიკა არსებობს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უწყებიდან პრემიერის კადრების ჩამოშორებით არის დაკავებული, გახარია ამ ცნობებს ჭორად მოიხსენიებს.
"ყოველთვის მიჭირს ჭორების კომენტირება, თუმცა ამ შემთხვევაში გავაკეთებ. შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი და საერთოდ შსს-ში არის ძალიან სწორი პრაქტიკა სამხარეო დეპარტამენტების ხელმძღვანელების როტაციის. ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემ დროს იყვნენ დანიშნულები, 2 წელიწადზე მეტია ამ თანამდებობაზე მსახურობდნენ. ახლა ხდება როტაცია და ეს არის ნორმალური. მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს. დღეს ბატონი გომელაური არის მინისტრი და ის ნიშნავს, ასე ხდება ყველგან და ასეც უნდა ხდებოდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


