შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
01/02/2021 12:31:43 პოლიტიკა
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ილია კვაღინიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მედიაში მასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.
„დღეს სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია ჩემ შესახებ, მათ შორის ვრცელდება სხვადასხვა ფოტოსურათი, რაზეც მტკიცებით ფორმაში საუბრობენ, რომ მე ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ერთ ფოტოზე ვჩანვარ, რომელიც გადაღებულია ჩემი მეგობრის სახლის აივანზე. ასევე, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მე ვმუშაობდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი 16-წლიანი კარიერის განმავლობაში არასდროს მიმუშავია აღნიშნულ დეპარტამენტში. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს და მე „ვატერორებდი“ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე არის ტყუილი. თუკი სადმე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქციაზე ვყოფილვარ, ეს განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით", წერს ილია კვაღინიძე სოციალურ ქსელში.


