Accentnews.ge
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: «თუ საქართველოს დავამარცხებთ, პუტინმა გმირის წოდება მომანიჭოს»

რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: «თუ საქართველოს დავამარცხებთ, პუტინმა გმირის წოდება მომანიჭოს»

01/02/2021 14:00:01 პოლიტიკა

7 თებერვალს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რაგბში რუსეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდების ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაა დაგეგმილი. როგორც მატჩამდე რუსული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლინ ჯონსი აცხადებს, “საქართველოს მხარესაა გამოცდილება და ძალა».

«ვფიქრობ, პირველი ტაიმი თანასწორ ბრძოლაში ჩაივლის, აი მეორეში კი ძალიან გაგვიჭირდება», – განუცხადა მან პორტალ Rugger.info-ს.

საქართველოს და რუსეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ. რუსებმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს – პირველ შეხვედრაში, რომელიც 1993 წელს ჩატარდა. 2002 წელს კი გუნდებმა შეხვედრა ფრედ – ანგარიშით 12:12 დაასრულეს.

«ფსიქოლოგია მათ მხარესაა. ჩემი საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ რუს მორაგბეებს დავაჯერო - მათაც შეუძლიათ მოგება», – განაცხადა ლინ ჯონსმა.

ჟურნალისტმა რუსული ნაკრების მწვრთნელს გარიგება შესთავაზა: «თუ საქართველოს მოუგებთ, თავს გადაიპარსავთ?».

«არა, არ გადავიპარსავ, მაგრამ მაშინ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ვისურვებდი. მომცეს გმირის წოდება, როგორც იური გაგარინს (იცინის). თუმცა მაშინ ორი კვირა კარანტინში მომიწევს ჯდომა», – დასძინა ჯონსმა.

ორ ნაკრებს შორის შეხვედრა ჯერ გასული წლის 14 მარტს უნდა გამართულიყო, შემდეგ – 1 ნოემბერს, თუმცა პანდემიის გამო კვლავ გადაიდო. ამავე მიზეზით 7 თებერვალს იგი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S