Accentnews.ge
ოპოზიციის დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების საკითხის პარლამენტში კენჭისყრამდე  "ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ოპოზიციის დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების საკითხის პარლამენტში კენჭისყრამდე  "ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

02/02/2021 05:29:40 პოლიტიკა

დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 10:00 საათზე არის ჩანიშნული.

უმრავლესობის წევრები ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია გუშინ უკვე დააფიქსირა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ.

როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს ან წინააღმდეგ წავიდეს უმრავლესობა, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება.

დღესვე პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაა. სესია 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S