პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია
02/02/2021 11:04:58 პოლიტიკა
პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია. მას 82 ხმით დაუჭირეს მხარი. ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტს “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულმა დეპუტატებმა წარუდგინეს.
ცნობისთვის: რეგლამენტით პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ჰყავს, რომელთაგან ორი ოპოზიციის კვოტით ინიშნება.


