"ვაკის პარკი" რამდენიმე დღეში სრულად ჩაიკეტება
03/02/2021 06:31:33 პოლიტიკა
თბილისის მერ კახი კალაძის განცხადებით, "ვაკის პარკის" სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში რამდენიმე დღეში ის სრულად ჩაიკეტება.
"ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც აქვს ამ პარკს კულუტურული ძეგლიდან გამომდინარე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული, მოწესრიგებული და თითოეულ დეტალს გავუფრთხილდებით, იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე რაც აქვს ამ პარკს მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული. სამუშაოებიდან გამომდინარე, მინდა, მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად ჩაკეტვა", - განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.


