Accentnews.ge
"ევროპელი სოციალისტებისა" და “მოქალაქეების” წინააღმდეგ მიმდინარე ორკესტრირებული ნეგატიური კამპანია საგანგაშოა"

"ევროპელი სოციალისტებისა" და “მოქალაქეების” წინააღმდეგ მიმდინარე ორკესტრირებული ნეგატიური კამპანია საგანგაშოა"

03/02/2021 10:02:51 პოლიტიკა

​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტში შესული ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე ორკესტრირებული ნეგატიური კამპანია საგანგაშოა".

“მისასალმებელია, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ — “ევროპელმა სოციალისტებმა” და “მოქალაქეებმა” პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთნენ. თუმცა საგანგაშოა, რომ ამ დღეებში მათი წარმომადგენელები წინააღმდეგ აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანიის მომსწრენი გავხდით რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან. ეს ნათლად აჩვენებს დემოკრატიის ხარისხს და დამოკიდებულებას განსხვავებული აზრის მიმართ თვითონ ოპოზიციის შიგნით”, – განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე მოხსენებით გამოსვლისას.

ცნობისთვის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. თავდაპირველად ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო “პატრიოტთა ალიანსიდან” გამოსულმა 4-მა და პარტია “მოქალაქეების” 2-მა დეპუტატმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს.

2 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 51 დეპუტატის მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S