Accentnews.ge
გერმანიის საელჩო: „კოვაქსის“ მეშვეობით პირველი კოვიდ–ვაქცინები უნდა დაიგზავნოს, მათ შორის – საქართველოშიც“

გერმანიის საელჩო: „კოვაქსის“ მეშვეობით პირველი კოვიდ–ვაქცინები უნდა დაიგზავნოს, მათ შორის – საქართველოშიც“

04/02/2021 16:28:20 პოლიტიკა

გერმანია და ევროკავშირი „კოვაქსის“ ყველაზე დიდი დონორები არიან, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„თებერვლის განმავლობაში საერთაშორისო პლატფორმა „კოვაქსის“ მეშვეობით მსოფლიოში პირველი კოვიდვაქცინები უნდა დაიგზავნოს, მათ შორის – საქართველოშიც. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიოში პანდემიის დასამარცხებლად. გერმანია და ევროკავშირი ეხმარებიან „კოვაქსს“ მისი დაარსების დღიდან და ისინი მის ყველაზე დიდ დონორებს მიეკუთვნებიან. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას“, – ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S