“ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს კონსერვაციის სამუშაოებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მეშვეობით, რომელიც მისმა ოჯახმა 1995 წელს საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად დაარსა”
05/02/2021 06:45:43 პოლიტიკა
"საქართველო ისწრაფვის ევროპული მომავლისკენ და ფაქტია, რომ ქვეყანა პასუხობს შესაბამის სტანდარტებს, თუმცა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მოთხოვნების და რეგულაციების დაწესება საკმარისი არ არის - არსებითი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორთან მუშაობას. ამისთვის კი აუცილებელია არასტანდარტული აზროვნება - კლიმატური კრიზისის დასაძლევად ყველამ უნდა მოუხმოს ინოვაციურ აზროვნებას, და მუშაობას კერძო სექტორთან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებით. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ცნობილი ქველმოქმედი და საქველმოქმედო მიზნების, მათ შორის კონსერვაციის, ხელგაშლილი მხარდამჭერი. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კერძო ქველმოქმედებას არსებითი როლი ენიჭება, რადგან ის საგრძნობლად ავსებს სახელისუფლებლო დაფინანსებას. ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს კონსერვაციის სამუშაოებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ (ფონდი ქართუ) მეშვეობით, რომელიც მისმა ოჯახმა 1995 წელს დააარსა ფილანთროპიული და საქველმოქმედო პროექტების მეშვეობით საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად. დაარსებიდან მოყოლებული ფონდმა ქართუ დააფინანსა და განახორციელა 3,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები განათლების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის და გარემოს დაცვის სფეროებში“ ,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახაბერ კუჭავას წერილში, რომელსაც გამოცემა ,,THE EUROPEAN JOURNAL” აქვეყნებს.
ვიცე - სპიკერი აცხადებს, რომ "გარემოს დაცვა წარმოადგენს ფონდი ,,ქართუს“ პრიორიტეტულ მიმართულებას", ამ მხრივ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს, მათ შორის დენდრარიუმს და წყალტუბოს აღდგენას კი თვალსაჩინო მაგალითებად მოიხსენიებს.
მისი თქმით, თავისი მნიშვნელობით, დენდრარიუმი უტოლდება ისეთ პრესტიჟულ ბოტანიკურ ბაღებს, როგორიცაა სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, ადელაიდის ბოტანიკური ბაღი და კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები.
კახაბერ კუჭავა წყალტუბოს აღდგენის პროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ "რადგან ამ ეტაპზე ქვეყანას არ აქვს წყალტუბოს რეაბილიტაციაში ასობით მილიონი ევროს ინვესტირების შესაძლებლობა, ფონდმა ,,ქართუმ“ ითავა წყალტუბოს აღდგენის პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს არსებული თუ განადგურებული ტურისტული და სამედიცინო ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას და მის განვითარებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად".
,,1995 წლის შემდეგ დაფინანსდა და განხორციელდა შემდეგი პროექტები:
• ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები;
• ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები;
• თუშეთის დაცული ტერიტორიები;
• ბათუმის ბოტანიკური ბაღი;
• თბილისის ბოტანიკური ბაღი.
"ორ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ასევე წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის დენდრარიუმი და წყალტუბოს აღდგენა. დენდრარიუმის პროექტი ურეკში დაიწყო 2015 წელს, რომლის შედეგად საქართველოს აქვს უნიკალური დენდროლოგიური პარკი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში. მასში თავმოყრილია საქართველოს ხეების, ყვავილებისა და ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კოლექცია. ბოტანიკური ბაღი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ ტურისტებს შორის და მას შემდეგ, რაც ნორმალური მიმოსვლა აღდგება 2021 წელს, აუცილებლად შევა ყველა მოგზაურის აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში. თავისი მნიშვნელობით, დენდრარიუმი უტოლდება ისეთ პრესტიჟულ ბოტანიკურ ბაღებს, როგორიცაა სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, ადელაიდის ბოტანიკური ბაღი და კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები. წლის დასაწყისში თბილისში გაცხადდა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება ტყიანი ლანდშაფტის კიდევ დაახლოებით 700 ჰექტარის აღდგენა მთაწმინდის ფერდობზე, საქართველოს დედაქალაქის გულში. ფონდი ქართუს პროექტის მიზანია დაზიანებული ტყეების აღდგენა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა. რაც შეეხება წყალტუბოს, ეს შედარებით ახალი პროექტია. დამოუკიდებლობის პირველ წლებში წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად დაიშალა. წარსულში ეს კურორტი, რომელიც მოიცავდა 22 სანატორიუმს და 9 ბალნეოლოგიურ აბანოს, წარმატებით უწევდა კონკურენციას არა მხოლოდ რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებსაც. რადგან ამ ეტაპზე ქვეყანას არ აქვს წყალტუბოს რეაბილიტაციაში ასობით მილიონი ევროს ინვესტირების შესაძლებლობა (მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა COVID-19 კრიზისის შემდეგ), ფონდმა ქართუმ ითავა წყალტუბოს აღდგენის პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს არსებული თუ განადგურებული ტურისტული და სამედიცინო ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას და მის განვითარებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“,- წერს კახაბერ კუჭავა.
დასასრულს, ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქცია საქართველო თანამედროვე, მდგრად სახელმწიფოდ, რომელიც იზიარებს ევროკავშირის ინოვაციურ და მტკიცე მიდგომას გარემოს დაცვისადმი".
მისი თქმით, "2012 წლიდან მოყოლებული მთავრობის ყველა ნაბიჯი ცხადყოფს, რომ საქართველო ამ მხრივ მოწინავეთა რიგშია":
,, მისი ერთგულება მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკისადმი, რომელიც კიდევ ერთხელ ეს დადასტურდა გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე პარიზში, ასევე მის მიერ კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტით დასახული მიზნები, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „მწვანე ზრდის დეკლარაციაზე“ მიერთება, რასაც ერთვის ეროვნული დონის თუ კერძო ინიციატივები - ყოველივე ეს ადასტურებს საქართველოს მზადყოფნას გარემოს დაცვაში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ბიზნესის როლიც. გარემოს დაცვის საკითხებში სახელმწიფოს ვალდებულებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კორპორატიული და პირადი პასუხისმგებლობა. სამწუხაროა, რომ რამდენიმე წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტრო შეუერთდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მიუხედავად ამისა, 2012 წლიდან მოყოლებული მმართველი პარტიის მტკიცე პოლიტიკური ნება, გადადგმული ნაბიჯები და ამბიციური გეგმები მიზნები ადასტურებს, რომ გარემოსდაცვითი და კლიმატური სიმტკიცე წარმოადგენს პრიორიტეტს და აუცილებელია გაუმჯობესების შესაძლებლობების ბრძნულად გამოყენება. ევროკავშირის ოფიციალური პირები უმაღლეს შეფასებას აძლევენ მთავრობის მუშაობას და ევროკავშირი-საქართველოს ბევრმა ერთობლივმა პროექტმა ბოლო 18 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი წარმატება მოიტანა. ეს კი საფუძველს უყრის საქართველოს მომავალს ევროპაში, აქცევს რა ქვეყანას ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გაფართოებული თანამშრომლობის და შემდგომი ინტეგრაციის კუთხით“.


