თურნავა ამბობს, რომ პროტესტში „სოლიდური რესტორატორები“ არ მონაწილეობენ
05/02/2021 11:29:35 პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ რესტორატორების პროტესტში „სერიოზული რესტორნები“ არ მონაწილეობენ.
“მიუხედავად იმისა, რომ ახლა წინა პლანზე გამოვიდა სარესტორნე ინდუსტრიის პროტესტი, სერიოზული, სოლიდური რესტორატორები ამ პროტესტში დიდად არ მონაწილეობენ. იმიტომ, რომ ზოგადად, ტურიზმის ინდუსტრია - სარესტორნე, სასტუმრო, ეს არის კანონმორჩილი, მშვიდობიანი ინდუსტრია და წარმოიდგინეთ თქვენ, დაანონსებულ პროტესტს ქვია "სოციალური აფეთქება". ესე იგი, სოციალური აფეთქება, ამბოხი, რევოლუცია, გადატრიალება და ტურიზმი, ეს არის ორი სხვადასხვა პოლუსზე მყოფი ცნება”,- განაცხადა თემის კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა "POST TV-ის" ეთერში.
200 კვების ობიექტი 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ, მაგრამ მთავრობის მიერ შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქების შემდეგ, რესტორნებმა გახსნა დროებით გადადეს.
მათი განმარტებით, მთავრობა კონკრეტულ სტრატეგიას არ სთავაზობთ, რაც მათ ისედაც ურთულეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.


