Accentnews.ge
მელია – "ოცნებას": "იმედის" ეთერში ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად ტელემარათონი გამართეთ"

მელია – "ოცნებას": "იმედის" ეთერში ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად ტელემარათონი გამართეთ"

05/02/2021 14:15:51 პოლიტიკა

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "ქართულ ოცნებას" მიმართავს, "იმედის" ეთერში მისთვის გირაოს თანხის ასაგროვებლად ტელემარათონი გამართონ"

"მივმართავ "ქართული ოცნებას", ერთადერთი გამოსავალი გაქვთ. თქვენ თვითონ, ცხადია, ვერ მიაგნებთ, ამიტომ ისევ მე გეტყვით: "იმედის" ეთერში ტელემარათონი გამართეთ სახლწოდებით "ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად". სხვა გამოსავალი მართლა არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიაროთ, რომ ბოლომდე უსუსურები ხართ!

პ.ს. მარათონის დასაქოქად პირველი შენატანები ოცნების დეპუტატებმა შეიტანონ, ლაშა ნაცვლიშვილსაც გააგებინეთ, ეგ თუ არა, მასში არსებული ბიძინა მაინც გაიღებს თანხას", – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. სასამართლოს განჩინებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარამდე გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S