Accentnews.ge
ევროპარლამენტარები: "ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ „მის პირად აზრს“, არამედ – ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით თქვენი ქვეყანაც ისწრაფვის"

ევროპარლამენტარები: "ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ „მის პირად აზრს“, არამედ – ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით თქვენი ქვეყანაც ისწრაფვის"

05/02/2021 14:32:01 პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის დეპუტატის თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის განსაჯაროებასა და ამ ფაქტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან.

ევროპარლამენტარები ერთის მხრივ, აღნიშნავენ, რომ „ძალიან უსიამოვნო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა პარლამენტის დაწესებულების კედლებში“, მეორეს მხრივ, აცხადებენ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიერ გაკეთებული განცხადება "არ გამოხატავს მხოლოდ „მის პირად აზრს“, არამედ – ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით საქართველოც ისწრაფვის“.

წერილს, რომელსაც ევროპარლამენტის წევრის ვიოლა ვონ კრამონის ოფისი ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

„პატივცემულო ბატონო თალაკვაძე,

გასულ კვირას, როდესაც საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული წევრები ბრუსელში გვეწვივნენ, მათ გაგვაცნეს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების ამბიციური გეგმა. ჩვენ თქვენს კოლეგებს მეგობრულად შევახსენეთ, რომ ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებს საჭიროებენ.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით გამოწვეული საშიშროების შესამსუბუქებლად, თქვენივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მუდმივად მოვუწოდებდით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს დაეკავებინათ თავიანთი მანდატები და ამავე დროს მოველოდით, რომ მხარეებისგან ადგილი აღარ ექნებოდა პოლიტიკურ თავდამსხმებს და დამაპირისპირებელ განცხადებებს.

ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში. თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა.

ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას, რათა საქართველოს ჰქონდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს", არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით თვენი ქვეყანაც ისწრაფის.

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხრის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედება და ენერგიული ძალისხმევის ხელახლა გამოჩენა რათა მოხდეს პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა. ამ პროცესში ადგილი არ უნდა ჰქონდეს დამაპირისპირებელ განცხადებებს, პირად შეტევებს და შევიწროებისკენ წაქეზებას. თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, რომ სხდომათა დარბაზში სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონსტრუქციული დებატები და საკანონმდებლო პროცესის ეფექტური ზედამხედველობა.

ვიმედოვნებთ, რომ მალე ვიხილავთ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს, სწორედ ისეთს, როგორსაც ქართველი ამომრჩეველი მოელოდა.

პატივისცემით,

საქართველოს მეგობრები, ევროპარლამენტის წევრები“, - ნათქვამია არჩილ თალაკვაძისთვის გაგზავნილ წერილში.

წერილს ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები:

ვიოლა ფონ კრამონი

სვენ მიკსერი

ანდრიუს კუბილიუსი

მარკეტა გრეგოროვა

მაიკლ გალერი

პეტრას აუტრევიჩიუსი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S